კარები
აბაზანის და ტუალეტის კარები
კარის არჩევისას, მთავარი კითხვა მასალის გამძლეობას ეხება, რადგან ყველა მასალა ვერ უძლებს ტენიან გარემოს. ხშირად გვხვდება მეტალო-პლასტმასის კარები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი.
აბაზანისთვის ან ტუალეტისთვის კარის არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ პირველ რიგში შემდეგ პარამეტრებს:
- ტენიანობისადმი გამძლეობა
- წყალგაუმტარობა
- თბოიზოლაცია
- სწორი ზომა
MDF კარები
MDF არის ხის ნახერხისგან დამზადებული მასალა, რომელიც დიდ წნევასა და ტემპერატურაზე იწნეხება. შედეგად მიიღება ერთიანი ლისტი.
MDF კარს იყენებენ მაშინ, როცა ის დაფარულია დამცავი პლიონკით — ეს იცავს მას ტენიანობისა და წყლისგან.

მდფ კარები ნეაპოლი
თუ MDF არ აქვს დამცავი საფარი, მასალა დეფორმირდება — შუპდება, შრება და ჩნდება ბზარები.
შპონირებული კარები
შპონი არის თხელი ბუნებრივი ხის ფენა (დაახლოებით 1 მმ), რომელიც აკვრილია კარის ზედაპირზე. ვიზუალურად ძალიან ჰგავს ხის კარს და სათანადო მოვლის შემთხვევაში ძლებს 15 წელზე მეტს.
შპონის გამოყენება აბაზანაში
ბუნებრივი შპონი მგრძნობიარეა ტენიანობასა და ტემპერატურის ცვლილებაზე. რეკომენდებულია, რომ ტენიანობა არ აღემატებოდეს 60%-ს, ხოლო ტემპერატურა იყოს 5–35°C ფარგლებში. ამ პირობების დაცვით, შპონის კარის გამოყენებაც შესაძლებელია აბაზანაში.
ეკო შპონი
ეკო შპონი მზადდება ხის ბოჭკოსა და პოლიპროპილენის ნარევისგან. ვიზუალურად ჰგავს ბუნებრივ შპონს, თუმცა უკეთესად უძლებს ტენიანობასა და ტემპერატურულ ცვლილებებს.
ეკო შპონის უპირატესობები
არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. იდეალურია აბაზანისა და ტუალეტისთვის.
აბაზანის კარები Exposhop-დან
Exposhop გთავაზობთ აბაზანისა და ტუალეტის კარების ფართო არჩევანს — ზომები, ფერები, დიზაინი და მასალები.
კომპლექტაცია მოიცავს:
- კარის ჩარჩოს
- ანჟამებს
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა კატეგორიებს საიტზე ან დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისთვის.