კარები

კარები
ექსპოს მაღაზიაში წარმოდგენილია შიდა და გარე კარის დიდი არჩევანი. შიდა კარი შეიძლება დამზადებული იყოს სხვადასხვა მასალით:

დამალული კარები ან ფარული კარები damaluli karebi damaluli kari
დამალული კარები ან ფარული კარები

მდფ
ეკოშპონი
შპონი
მასიური ხე

თავის მხრივ მდფ-ის კარი შეიძლება იყოს შეღებილი ან იყოს  დაფარული სპეციალური დეკორატიული ზედაპირით.
შიდა კარები
მდფ – ის მასალა გამოიყენება სააბაზანოში და ისეთ ადგილებში სადაც არის დანესტიანების რისკი, იმიტომ რომ  მდფ – არის შედარებით წყალგამძლე მასალა.

ის  ძირითადად იხმარება ფასადების დასამზადებლად, საფრეზად და ოვალური ფორმების მისაღებად. არსებობს სხვადასხვა ფორმის და ხარისხის.

მასზე შესაძლებელია ნებისმიერი ფიგურის და უზორის დაფრეზვა. იგი იღებება ეკოლოგიურად სუფთა წყლის საღებავით.

არსებობს ამ საღებავების მრავალი სახეობა იტალიური, ესპანური, თურქული და ა.შ.

ექსპო-ს კარები

შეღებილი მდფ უპირატესობა ის არის, რომ იღებება ნებისმიერ ფერში. იგი შესაძლებელია იყოს, როგორც მატოვი, ასევე პრიალაც . უძლებს ნესტს და წყალს.

სტანდარტული მდფ კარები შედგება „მდფ“-ის 4-8 მმ-იანი ფილებისგან, რომელიც დაფარულია PVC-ით.

პერიმეტრზე გაყვება მასიური ფიჭვის ხე, რომელიც აძლევს კარს სიმყარეს, სწორედ ბუნებრივ ხეზე მონტაჟდება ანჯამები (პეტლი) და საკეტი.

შიგნიდან კარი შევსებულია ეკოლოგიურად სუფთა ფიჭის მყარი შიგთავსით ე.წ. „გოფრე“, რომელსაც გააჩნია ხმის  და თბოიზოლაციის თვისებები.

mdf karebi

მდფ  – მერქანბოჭკოვანი ფილა, დამზადებულია ბუნებრივი ხის ნახერხისგან. რომელიც შეკრულია ერთიან ფილად მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ და ინარჩუნებს ბუნებრივი ხის პრაქტიკულ თვისებებს.

მტკიცეა, არ ფართოვდება ნესტზე (არ შეშუპდება წყლის/ნესტის ზემოქმედებისას), შესაძლებელია მასზე ნებისმიერი ფერის გადაკვრა ან შეღებვა.

მდფ კარი დაფარულია PVC  – მრავალფეროვანი დიზაინის მქონე პლასტმასნარევი მასალით.

რომელიც ვაკუუმის საშუალებით ეკვრება „მდფ“-ს, ქმნის ერთიან ნესტგამძლე ფილას და  შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის  .
ეკოშპონი და შპონიეკოშპონი

ეკოშპონს აქვს საკმაოდ კარგი მექანიკური თვისებები, ის გამძლეობით გამოირჩევა, ადვილად არ ზიანდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს გამძლეა  წყლისა  და ნესტის მიმართ.

აქედან გამომდინარე მისი დამონტაჟება შესაძლებელია აბაზანაშიც.  ეკოშპონი ასევე კარგად იტანს ტემპერატუტულ ცვლილებას და არ იცვლის ფორმას ან ზომას .

შპონის კარი არის მასიური ფიჭვის ხის კარკასზე გადაკრული HDF-ის 3 მილიმეტრიანი ფენა,

ხოლო თავად ეს ფენა დაფარულია თხმელის (მურყანის) ან მუხის ხის ანათალით. ხის ანათალი შეღებილია  ემალის საღებავით 5 ფენად

შპონის კარი

კარების დასამზადებლად გამოყენებულია თერმულად დამუშავებული აბსოლუტურად მშრალი და სუფთა  მერქანი. ხის ანათლის (შპონი) სისქე არის 0,6 მმ.

თამასები და ჩარჩო დამზადებულია მშრალი მერქნისგან, გაუმჯობესებული პარამეტრებით.  ჩარჩო არის ხმაგაუმტარი.

ექსპოს შოურუმში არსებული შპონის კარი დამზადებულია ბელარუსიაში.
გარე კარებილითონის კარები 100

გარე კარები შესაძლებელია იყოს მზა ქარხნული წარმოების სტანდართული ზომებით ან დამზადეს შეკვეთით სხვადასხვა სისქის ლითონით და დიზაინით, შეიღებოს თქვენი გემოვნებით.

იმ შემთხვევაში თუ კარი მონტჟდება მზიან ადგილზე არჩევანი უნდა შეაჩეროთ ისეთ მოდელზე რომელიც შეღებილია სპეციალურად მზიშ სხივების გამძლე საღებავით  და ის წლების განმავლობაში შეინარჩინებს ფერს.

გარე კარად შესაძლებელია მასიური ხის კარისგამოყენებაც ამ შემთხვევაში სასურველია კარი დაცული იყოს წვიმისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან.

ხის კარები

დაგვიკავშირით. და ჩვენ დაგეხმარებით კარების შერჩევაში.

კარების უზარმაზარი ასორტიმენტი.

შიდა და გარე კარები ნებისმიერი მასალის:

მდფ, შპონი, ეკოშპონი, ხის, ლითონის, რკინის.

მრავალფეროვანი ფასები.

ყველა კარები

ჩვენი YouTube არხი
აწოლების არჩევანი
აწოლების ორთოპედიული ძირ

ფარული კარების არჩევანი…
სტატიები ფარული კარების შესახებ…

12/50