კარები
კარები
კარები-ს არჩევისას, ძირითადი ეჭვები კარის მასალაზე მოდის, რადგან ყველა მასალას არ შეუძლია გაუძლოს ტენიანობას. ხშირ შემთხვევაში ვხდებით მეტალო პლასტმასის კარებს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი.
აბაზანისთვის ან ტუალეტისთვის კარის არჩევისას პირველ რიგში უნდა შეირჩეს არა კარის დიზაინი ან ფერი, არამედ მასალა:
- ტენიანობისადმი გამძლე
- წყალგაუმტარი
- თბოგაუმტარი (თბოიზოლაცია)
- შესაბამისი ზომის
მდფ
MDF არის ხის ნახერხისგან შედგენილი მასალა, დაპრესილი დიდი წნევის ქვეშ. ტემპერატურული დამუშავების შემდეგ მიიღება ლისტის მასალა.
მდფ კარის სახით გამოიყენება მაშინ, როცა ის დაფარულია დამცავი პლიონკით, რაც იცავს მას ნესტისა და წყლისგან.

დამცავი საფარის გარეშე, MDF დეფორმირდება — ის შეშუპდება, შემდეგ შრება და ზედაპირი იფარება ბზარებით.
შპონი
შპონი არის ბუნებრივი ხის თხელი ფენა (დაახლოებით 1 მმ), რომელიც აკვრილია კარის ზედაპირზე. ასეთ კარს აქვს ხის ვიზუალი და სათანადო მოვლის შემთხვევაში ძლებს 15 წელზე მეტს.
შპონი როგორც კარები
ბუნებრივი შპონი მგრძნობიარეა ტენიანობასა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. რეკომენდებულია ტენიანობა 60%-ზე ნაკლები და ტემპერატურა 5–35°C ფარგლებში.
ამ პირობების დაცვით, შეგიძლიათ აბაზანაშიც გამოიყენოთ შპონის კარები.
ეკო შპონი
ეკო შპონი მზადდება ბუნებრივი ხის ბოჭკოსა და პოლიპროპილენის ნარევისგან. ვიზუალურად არ განსხვავდება შპონისგან, მაგრამ უკეთესად უძლებს ტენიანობას და მაღალი ტემპერატურას.
ეკო შპონი როგორც კარები
ის არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და არის ეკოლოგიურად უსაფრთხო. იდეალურია აბაზანისა და ტუალეტისთვის.
აბაზანის კარები Exposhop-დან
Exposhop გთავაზობთ სხვადასხვა ზომის, ფერის, დიზაინის და მასალის კარებს. კომპლექტაცია მოიცავს:
- ჩარჩო
- ანჟამები
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სხვა პროდუქციას საიტზე ან დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისთვის.