კარების ჩასმა
კარების ჩასმა. როგორ დავამონტაჟოთ მდფ – ის კარები
დღესდღეობით ოთახშორისი კარებები ითვლება მნიშვნელოვან ელემენტად თანამედროვე ინტერიერში , რადგანაც მათ შეუძლიათ შეასრულონ არა მარტო პრაკტიკული ფუნქცია , არამედ ესთეტიურიც , მისცეს ოთახს მდიდრული და დამთავრებული შეხედულება .
კარები ყოველთვის არის მზერის არეალში , ამიტომ მათი აწყობის და მონტაჟის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ .
კარების შერჩევისას გარდა მისი ესთეტიური შეხედულებისა ყურადღება უნდა მიექცეს , ზომასა და ტექნიკურ მახასიათებლებს. ამიტომ ოთახში უნდა გაიზომოს ღიობის სიგანე და სიმაღლე , დახრილობის და უზუსტობის შემთხვევების გათვალისწინებით.
მხოლოდ სწორი ანაზომის აღების შემდეგ უნდა შეირჩეს კარები. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ნიუანსი : პირველ რიგში , კარის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ისეთ ნაირად , რომ კარის ჩარჩოსა და ღიობს შორის რჩებოდეს 10 -15 მმ -იანი ნაპრალი, მთელს პერიმეტრზე ( გარდა იატაკისა) . კარების გაჭედვის თავიდან ასაცილებლათ კარის ჩარჩოსა და თვითონ კარს შორის – 3 – 5 მმ . კარების შერჩევისას , უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოსალოდნელი მოსაპირკეთებელი სამუშაოები იატაკზე.
მონტაჟი
იმისათვის რომ თქვენით დამონტაჟებული კარი იყოს სწორი, სამუშაოები უნდა დაყოთ მიმდევრობით ეტაპებად:
ძველი კარის დემონტაჟი (არსებობის შემთხვევაში)
კარის ჩარჩოს აწყობა
ანჯამების (პეტლების) დაყენება
კარის ჩარჩოს ღიობში მონტაჟი
მოძრავი კარის ჩამოკიდება
თამასების დამაგრება
კონსტრუქციის ტესტირება
იმისთვის რომ , მთლიანად შევაფასოთ სამუშაოს სიდიდე , განვიხილოთ დეტალურად თითოეული ეტაპი
ძველი კარების დემონტაჟი
თუ კარის მონტაჟი ხდება ძველ სახლში , პროცესი უნდა დავიწყოთ ძველი კარის დემონტაჟით. ამისთვის პირველ რიგში მოძრაობის მექანიზმებიდან უნდა ჩამოვხსნათ მოძრავი კარი , ხოლო შემდეგ დემონტაჟი უნდა გავუკეთოთ უშუალოთ კარის ჩარჩოს. იმის შემდეგ რაც მთლიანი კონსტრუქცია მოხსინია ,უნდა გასუფთავდეს ღიობი სამშენებლო დაბინძურებისგან. თუ ბინაში აკეთებთ რემონტს, კარის მონტაჟი უნდა დაიწყოთ ყველანაირი სამალიარო და მოსაპირკეთებელ ისამუშაოების დასრულების შემდეგ.
კარის ჩარჩოს აწყობა
კარის ჩარჩოს აწყობა უნდა მოხდეს ღიობის მიხედვით, რის შემდეგაც იგი გახდება მოძრავი კარისთვის საბაზისო ელემენტი.
აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ კარის ჩარჩო წარმოადგენს კარკასს. კარის ტიპიდან გამომდინარე ჩარჩო ხან მართკუთხედია, ხან (პ) სებური.
ჩარჩოს აწყობის ტექნოლოგია შედგება რამოდენიმე ეტაპისგან . თავდაპირველად კარის მოძრავი ნაწილი თავსდება სწორ ზედაპირზე, შემდეგ მის მიხედვითხდება დანარჩენი კომპონენტების აწყობა და მორგება .
ვერტიკალური და ჰორიზონტალური ელემენტების შეერთება როგორც წესი თვითმჭრელების მეშვეობით ხდება , სიგრძით არანაკლებ 60 მმ -სა.
უნდა გავითვალისწინოთ ასევე შემდეგი რეკომენდაციები :
უნდა გაითვალოს ნაპრალის ზომა მოძრავ კარსა და ჩარჩოს შორის , რომელიც თითოეული მხრიდან უნდა იყოს 3 – 5 მმ
იატაკსა და კარის მოძრავ ნაწილს შორის დაშორება უნდა იყოს 10 მმ
კარების ჩასმა. მოძრაობის მექანიზმის დაყენება
ყველაზე მნიშვნელობანი კარის მონტაჟის დროს არის მოძრაობის მექანიზმების, ანჯამების სწორად დაყებება, რადგან სწორედ ამ ელემენტზეა დამოკიდებული რამდენად კარგად გაიღება და დაიხურება კარი.
კარები ხანგძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი, ამიტომ მოძრაობის მექანიზმის შეძენისას აუცილებელა მაღალ ხარისხიანი მექანიზმები შევარჩიოთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს.
მექანიზმები უნდა მოძრაობდნენ იდეალურად , გაჭედვის გარეშე.
ანჯამის (პეტლის) მდებარეობის მოსანიშნათ შეგვიძლა გამოვიყენოთ ფანქარი. მოვნიშნოთ მდებარეობის ადგილი ჩარჩოსა და კარის მოძრავ ნაჭერზე.
მექანიზმების მორგების შემდეგ იგი უნდა დავაფიქსიროთ შურუპებით, მინიმალური სიგრძით 35 მმ .
კარის ჩარჩოს მონტაჟი ღიობში
შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს კარის ჩარჩოს მონტაჟი ღიობში , რისთვისაც ჯერ უნდა ჩადგეს ჩარჩო ღიობში , მოხდეს ვერტიკალური სისწორის თარაზოთი შემოწმება, ხოლო შემდეგ მისი ფიქსაცია სპეციალური ქაფის შაშუალებით.
თამასების მონტაჟი
თამასები არის დეკორატიული პლანკები, რომელიც ყენდება კარის ჩარჩოზე საბოლოო დასრულებული შეხედულების მისაცემად. იგი კარის ჩარჩოზე მაგრდება სპეციალურ ჭრილში შეიძლება დამათებით მათი დაფიქსირება მოხდეს ქაფითაც ხოლო მათი გადაბმის ადგილები 45 გრადუსით იჭტება, რათა იდეალურათ მოხდეს მათი შეერთება.